„დინამო არენაზე“ ქანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს
ამ წუთებში, თბილისის „დინამო არენაზე“ ამერიკელი მომღერლის, ქანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს.
დედამიწის სამ განზომილებიანი გრანდიოზული სფერო, სხვა სტადიონების მსგავსად, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზეც აღიმართა.
კონცერტი „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ არის ორგანიზებული. ის ამერიკელი მომღერლის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ქანიე უესტი „გრემის“ 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორია.