დავით ნარმანია: „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, იმის ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე უარი ვთქვათ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ვინაიდან საქართველოს იმის ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე უარი თქვას.

„ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ჩვენ იმის ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და, შესაბამისად, საპირისპიროდ იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი.

რამე კითხვები თუ არსებობს, მთავრობამ თქვა, დავსხდეთ, გავიაროთ გავაკეთოთ დამატებითი კვლევებიო, მაგრამ შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ არაერთი აქცია იქნა დაორგანიზებული და შესაბამისად, პროექტი შეჩერებულია. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს დროებითია და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა, გაგრძელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უწყინარი ჰესების მშენებლობა არ უნდა ჩერდებოდეს.

“მათ შორის არის მართლაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უწყინარი ჰესები. მე ასეთ ჰესებს ვეძახი, რომლებიც რაიმე სახის მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. რა გავლენას უნდა ახდენდეს ერთ მეგავატამდე მცირე ჰესი გარემოსთვის, როცა რაღაცა ტიპის პროტესტების ცეცხლის შენთება ხდება სპეციალურად და ჩერდება ასეთი ჰესების მშენებლობა“, – აღნიშნა ნარმანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები