გიორგი ამილახვარი: დასავლელი პარტნიორების მხრიდან არანაირი მოთხოვნა ან ულტიმატუმი არ არსებობს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს სანქციებს

“დასავლელი პარტნიორების მხრიდან არანაირი მოთხოვნა ან ულტიმატუმი არ არსებობს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს სანქციებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„სანქციების საკითხზე არის კონსულტაციები ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ბუნებრივია, აქ არის ურთიერთგაგება და არანაირი მოთხოვნა ან ულტიმატუმი არ არსებობს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს სანქციებს. მეტიც, ჩვენ გვახსოვს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებები ამ საკითხზე. ამიტომ, აქ არანაირი კითხვის ნიშანი ან უთანხმოება არ არსებობს. პირიქით, „ნაცმოძრაობა“ ლობისტების მეშვეობით ცდილობს, გააღვივოს ეს საკითხი და როგორმე ეს გადმოიტანოს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში“, – აცხადებს ამილახვარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები