„ვარდების ბაღში“ მეგობრობის დღეს აღნიშნავენ

30 ივლისი მეგობრობის საერთაშრისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათზე ვარდების ბაღში, ღია კინოთეატრში „გრინემა“თვითნასწავლი მხატვარი ნონა გიუნაშვილი, მეგობრობის დღეს მიუძღვნის თავისი შემოქმედების 40 -წუთიან ფრაგმენტს და მაყურებლის თვალწინ ქვიშაზე სხვადასხვა შინაარსის ნამუშევრებს შექმნის. ქვიშაზე ხატვის სანახაობის შემდეგ ღია კინოთეატრში „გრინემა“ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებით ზაზა რუსაძის ფილმის „ჩემი საბნის ნაკეცის“ ჩვენება გაიმართება. საღამოზე დასწრება თავისუფალია. 2011 წლის 27 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 65-ე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება ყოველი წლის 30 ივლისს „მეგობრობის საერთაშორისო დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავენ. ამ დღეს თბილისი პირველად შარშან შეუერთდა, როდესაც თბილისში მეგობრობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ ორგანიზებული „მეგობრობის კვირეული“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები