ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა. 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 952 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 059, ხოლო გარდაიცვალა 669 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები