ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 894 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 009, ხოლო გარდაიცვალა 668 ადამიანი.