ვეფხვების საერთაშორისო დღე ზოოპარკშიც აღნიშნეს
დღეს ვეფხვების საერთაშორისო დღეა. დღესასწაული საქართველოს ზოოპარკშიც აღნიშნეს. ამჟამად ზოოპარკში ხვადი და ძუ – ორი თეთრი ბენგალიური ვეფხვი ბინადრობს, ასევე 3 თვის ვეფხვები, რომლებიც 3 თვის წინ დაიბადნენ. ცხოველები ზოოპარკში გამრავლდნენ. ხვად ვეფხვს მაქსიმუსი, ძუს კი კამერონი ჰქვია.
„კვირა“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს დაუკავშირდა: „ჩვენ 4 ვეფხვი გვყავს – პატარა თეთრი ვეფხვი და 3 ვეფხვი, რომლებიც 3 თვისანი არიან. ვეფხვების დღე ჩვენთან მოკრძალებულად აღვნიშნეთ – მოვეფერეთ ვეფხვებს, გავუმასპინძლდით, ვეთამაშეთ. ვცდილობთ, მაქსიმალური ყურადღება იყოს მიპყრობილი გადაშენების პირას მყოფი ამ ცხოველების მიმართ. მით უმეტეს, რომ ვეფხვი საქართველოშიც ბინადრობდა. ვეფხვების გალია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჩვენს ზოოპარკში. განსაკუთრებული პოპულარობით ის პატარებში სარგებლობს. ვეფხვების 4 ვოლიერი გვაქვს და ისინი დამთვალიერებლის ნაკლებობას არ უჩივიან“,-აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.