სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო

   სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ტერენტი გრანელის ქუჩაზე მდებარე შპს “დ. ვ. მარკეტის” მაღაზია “ვეჯინიდან” ვადაგასული სურსათი ამოიღეს. სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, სასაქონლო სახედაკარგული კუპატი, კატლეტი, კარაქი, ჩიპსი დაილუქა და, კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურდება.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ შპს “დ. ვ. მარკეტი” ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა სურსათის რეალიზაციას, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, 300 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები