რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინაში წვევამდელები გაგზავნა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინაში წვევამდელები გაგზავნა. ამის შესახებ BBC წერს.
“სამწუხაროდ, წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებში, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციაში. თითქმის ყველა ასეთი სამხედრო მოსამსახურე უკვე გადაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე”, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რამდენიმე წვევამდელი ტყვეობაში იმყოფება.