კიევიდან ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს
კიევის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციის დროს, რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად, პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა.
ვიშგოროდის რაიონულმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.