ბელარუსის ბანკების ნაწილი SWIFT​-დან გაითიშება

ევროკავშირი, უკრაინა-რუსეთის ომში მინსკის მონაწილეობის გამო, ბელარუსულ ბანკებს სანქციებს უწესებს. კერძოდ, SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან სამი ბელარუსული ბანკი გაითიშება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციების ქვეშ “ბელაგროპრომბანკი”, “დობრაბიტ ბანკი” და “ბელარუსის განვითარების ბანკი” მოექცევიან. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რუსეთის ბანკების ნაწილი SWIFT​-დან უკვე ოფიციალურად გაითიშა. კონკრეტულად, SWIFT​-დან 7 რუსული ბანკია გათიშული: ВТБ, “Открытие”, “Новикомбанк”, “Промсвязьбанк”, “Россия”, “Совкомбанк” და ВЭБ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები