გაერო თანამშრომლებს ურჩევს, უკრაინასთან მიმართებით ტერმინები – “ომი” და “შეჭრა” არ გამოიყენონ

გაერო თანამშრომლებს ურჩევს, არ გამოიყენონ სიტყვები – “ომი” და “შეჭრა” უკრაინასთან მიმართებით, – ამის შესახებ გამოცემა The Irish Times რედაქციის მიერ მოპოვებულ, გაერო-ს სამუშაო ინსტრუქციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გაერო ითხოვს, მიმდინარე მოვლენებს ეწოდოს “კონფლიქტი”, ან “სამხედრო შეტევა”. გარდა ამისა, თანამშრომლებს უთხრეს, უკრაინის დროშა არ განათავსონ საკუთარ, ან სამსახურის ანგარიშებზე სოციალურ ქსელებში.

ეს ზომები წერილში განმარტებულია, როგორც ნეიტრალობის დაცვის აუცილებლობა.

“ჩვენ, როგორც საერთაშორისო საჯარო მოსამსახურეებს, გვაკისრია მიუკერძოებლობის პასუხისმგებლობა. არსებობს რეპუტაციის შელახვის სერიოზული საფრთხე, რომელზეც ახლახან გაამახვილეს ყურადღება მაღალი თანამდებობის პირებმა”, – წერია წერილში.

ცნობისთვის, რუსეთი სამართლებრივად დევნის მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც, მთავრობის მტკიცებით “უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას”, ომს უწოდებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები