უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში რუსული ბაზა აიღეს
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, დერგაჩის მახლობლად მდებარე რუსული ბაზა აიღეს. ამის შესახებ BBC ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ქვედანაყოფებმა, ეროვნული გვარდიისა და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებთან ერთად, მტრის საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების პოზიციებზე კონტრშეტევა განახორციელეს”, – განაცხადა სინეგუბოვმა.
მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკა დატოვეს და ბაზიდან გაიქცნენ.