3 ბომბი ერთ ღამეში და 22 დაღუპული – სუმში ოკუპანტებმა დასახლება დაბომბეს

უკრაინის ქალაქ სუმში საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. რუსეთმა საცხოვრებელი უბანი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ღამით დაბომბა.

სუმის რეგიონის გუბერნატორი, დმიტრო ჟივიცკი მომხდარს “მასობრივ მკვლელობას” უწოდებს.
როგორც მან BBC უკრაინას განუცხადა, ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 3 ბომბი ჩამოაგდეს.

მისი თქმით, ერთ სახლში 9 ადამიანი დაიღუპა, 6 კორპუსი მთლიანად დაინგრა, 20-მდე კი – ნაწილობრივ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი დათანხმდა, დროებით შეწყვიტოს ცეცხლი, სუმიდან დაახლოებით 5 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. პროცესი დღეს დილიდან კვლავ გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები