KFC რუსეთში 1000-მდე რესტორანს დახურავს

KFC რუსეთში 1000-მდე რესტორანს დახურავს. გადაწყვეტილება კომპანია Yum! Brands-მა მიიღო, რომელიც KFC-სა და Pizza Hut-ს ფლობს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრენდმა რუსეთში ყველა ინვესტიცია შეაჩერა. ასევე, ისინი რუსეთში მიღებულ მოგებას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში დახარჯავენ.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ “მაკდონალდსი” რუსეთში 850-ვე ფილიალს დროებით ხურავს. კომპანია მიზეზად უკრაინაში რუსულ აგრესიას ასახელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები