8 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 827 683 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 827 683 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 352 226, ადამიანი.
სრულად ვაქცინირებულია 1 249 476 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.5%. ბუსტერ დოზით აცრილია 223 150. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 053 (2.29%) სრულად აცრილია – 3 195 (1.80%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 536(15.46%) სრულად აცრილია- 11 096 (13.68%)
7 მარტს ჩატარდა 1 332 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.