როგორია ვაქცინაციის სტატისტიკა საქართველოში – 7 მარტის მონაცემები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 826 144 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 351 863, >18 ასაკის მოსახლეობის 47.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 248 841 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.5%. ბუსტერ დოზით აცრილია 222 624. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 050 (2.28%) სრულად აცრილია – 3 181 (1.79%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 532(15.45%) სრულად აცრილია- 11 092 (13.68%)
6 მარტს ჩატარდა 92 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.