მაია ელოშვილის საბავშვო სიმღერების კრებული “მზის ხომალდი” გამოიცა
კომპოზიტორ მაია ელოშვილის საბავშვო სიმღერების პირველი კრებული “მზის ხომალდი” გამოიცა. თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოცემულ კრებულს თან ერთვის აუდიოდისკი. მასში ჩაწერილია ის სიმღერები, რომლებიც კრებულშია შეტანილი. “წელიწადის ოთხი დრო“ ერქვა ვოკალურ ჯგუფს, რომელთანაც კომპოზიტორმა ეს სიმღერები 1995-2000 წლებში დაამუშავა და ჩაწერა. დისკზე ჩაწერილია ფონოგრამებიც, რაც გაუადვილებს ბავშვებს ამ სიმღერების დამოუკიდებლად შესწავლას. რედაქტორი კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე, მხატვარი კი მანანა მორჩილაძეა. გამოცემა უფასოდ ვრცელდება.