დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 105-ე შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 105-ე შეხვედრა დღეს გაიმართება. მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების საკითხს დააყენებს. ცხინვალის ციხეში ამ დრომდე ექვსი მოქალაქე რჩება.
სამუშაო ჯგუფის წევრები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს და სამხედრო წვრთნებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და მიმდინარე მოვლენების კონტექსტში საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რთულ ჰუმანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ოკუპირებულ ახალგორში, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების და საჭირო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება უკვე მესამე წელია, არ ეძლევათ.