ოდესასთან ესტონური სატვირთო გემი ჩაიძირა
უკრაინის ქალაქ ოდესასთან ესტონეთის საკუთრებაში არსებული სატვირთო გემი აფეთქების შემდეგ ჩაიძირა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.
მედიის ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა, ხოლო ოთხი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
წინასწარი ინფორმაციით, გემს, სავარაუდოდ, ნაღმი მოხვდა.