იტალიის კინოფესტივალში 7 ქართველი მონაწილეობდა
იტალიაში, ჯიფონის ბავშვთა კინოფესტივალში, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, შვიდი ქართველი მოსწავლე ჟიურის წევრების რანგში მონაწილეობდა. ბავშვები შეირჩნენ თბილისიდან და რეგიონებიდან. ფესტივალზე ერთი დღე დაეთმო საქართველოს – ქვეყნის პრეზენტაციას. ჯიფონის კინოფესტივალთან და იტალიაში წარმატებულ ვიზიტთან დაკავშირებით მონაწილე მოსწავლეები და კინოცენტრის წარმომადგენლები დღეს 14:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.