თბილისში შვეიცარიული ბენდი კონცერტს გამართავს

 30 და 31 ივლისს თბილისში მუსიკალური ბენდი „alphorn experience“ კონცერტებს გამართავს. ჯგუფი ტრადიციულ შვეიცარიულ ფოლკლორულ და თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს. ბენდი ქალაქის რამდენიმე პარკში ღია ცის ქვეშ დაუკრავს. 30 ივლისს კონცერტები გაიმართება შარდენის, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, რიყეზე ვაკისა და ალექსანდროვის პარკებში, „144 სთეფ არტ კაფესა“ და კულტურის სამინისტროში. ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
ბენდი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ეგიდით ჩამოდის.

პროგრამა
ოთხშაბათი, 30 ივლისი
10.30 – ვაკის პარკი, კონცერტი ღია ცის ქვეშ
11.30 – ალექსანდროვის ბაღი, კონცერტი ღია ცის ქვეშ
17.30 – შარდენის / მეფე ერეკლე მე-II ქუჩა, კონცერტი ღია ცის ქვეშ
19.30 – “144 სთეფს არტ კაფე”, კონცერტი ღია ცის ქვეშ
ხუთშაბათი, 31 ივლისი
11.00 – ვაკის პარკი, კონცერტი ღია ცის ქვეშ
17.00 – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კონცერტი
19.30 – რიყის პარკი, კონცერტი ღია ცის ქვეშ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები