კოვიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა, 52 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 52 036 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 652, გამოჯანმრთელდა 45 687 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები