მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას” – „მავნებლური ძალა ხართ”
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს 2008 წელს ხელმოწერილი რეზოლუცია შეახსენა და მათ „მავნებლური ძალა” უწოდა.
„ბევრი საუბარი მინდოდა გავლილ წლებზე, ამ არსებებზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე”, რადიკალურ ოპოზიციაზე. რეზოლუციაზე რატომ მოაწერეს ხელი? საკუთარ სამხედროებს აბრალებენ ომის დაწყებას და თუ არ აბრალებთ, ესე იგი, პროვოცირება გააკეთეთ. მავნებლური ძალა ხართ! „ქართულმა ოცნებამ” სტრასბურგში მოიგო ეგ თქვენი სამარცხვინო ხელმოწერის შემდეგ. დავაბრუნეთ ეგ საქმე უკან, მაგრამ თქვენი საქციელი რასაც აკეთებთ ქვეყნის შიგნით როგორც იქცევით. გაგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ მთელი საზოგადოება, ის ოპოზიცია რომელიც სცემეთ, გალახეთ, აწამეთ და მოკალით, ყველა ერთ ხმად დაგიდგათ გვერდზე ხელისუფლებას და მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ერთად ვიდექით მაშინ. და რა დღეში ხართ ახლა? რას გავხართ? ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება” დღეს რომ არის ერთიანი არასდროს არ ყოფილა ასე.
ვერ ეღირსებით, რომ რამე დაგვიშავოთ. ზუსტად იმ აზრზე ვართ რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის. ამას ავიტანთ, რომ ქვეყნის შიგნით ამას ცდილობთ და ზოგიერთი გულმხურვალე ახალგაზრდა გინდათ შეცდომაში შეიყვანოთ, მაგრამ ეს სამარცხვინო საქციელი გასცდა ჩვენს საზღვრებს გარეთ. ახლა იქ დაიწყეთ საკუთარი ხელისუფლების დამუნათება, თან გვეუბნებით ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შევიდეთ და თან ასე სამარცხვინოდ იქცევით და ამუნათებთ თქვენს ხელისუფლებას. ეს არის თქვენი საქციელი? ესა ხართ? ეს არის მოქალაქეობა და ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება?” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.