უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მომხრეა. შესაბამისი მიმართვა მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“გუშინ ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის – ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა წამოიწყეს ერთობლივი ინიციატივა უკრაინის ევროინტეგრაციის წინსვლისთვის, რომლის მიზანია, უკრაინას მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს ორგანიზაციაში მისი გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებები. მინდა, განვაცხადო, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ამ ინიციატივას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები