ზელენსკი: რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო, ოკუპანტები სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე უნდა წარდგნენ.
“რუსეთის ძალებმა დღეს სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე. ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მშვიდობიანი საცხოვრებელი ზონა. არავითარი სამხედრო დაწესებულებები. ათობით მოწმემ აღბეჭდა მტკიცებულება, რომ ის არ იყო ერთეული შეცდომით გასროლა, არამედ გაცნობიერებულად ხალხის განადგურება. რუსულმა მხარემ იცოდა, რა მიმართულებითაც ისროდნენ.
ამ დანაშაულის გამო, ისინი სისხლის სასამართლო საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცნენ. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა. მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობას მსოფლიოში არავინ დაივიწყებს. ეს უკრაინაა, ეს ევროპაა და ეს 2022 წელია. ბოროტება, შეიარაღებული რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს! ეკონომიკურად უნდა განადგურდეს! უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული პროდუქციის შეძენა ომის პერიოდში ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში.
“რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში… ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვინც ამ სასტიკი ომის დროს დაზარალდა. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.