ცხინვალში პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ცხინვალში 2 მარტს ე.წ. მმართველი პარტიის – “ერთიანი ოსეთის” მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება.
როგორც ე.წ. პარტიის საიტზეა ნათქვამი, აქციის მიზანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამოხატვა.
„ერთიანი ოსეთის“ ცენტრალური კომიტეტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას და რესპუბლიკის მოქალაქეს, გამოვიდნენ აქციაზე და მხარი დაუჭირონ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის შესახებ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.