რუსეთი ქვეყნის თავზე ბრიტანეთთან ასოცირებული ან მასში რეგისტრირებული ყველა თვითმფრინავის ფრენას კრძალავს.
ამის შესახებ “როსავიაციაში” განაცხადეს.
აღინიშნება, რომ შეზღუდვა ძალაში რუსეთის დროით 11:00 საათიდან შევიდა და საპასუხო ზომას წარმოადგენს.
აკრძალულია, მათ შორის, სატრანზიტო ფრენებიც.
ამასთან, რუსულTASS-ის წყარომ უთხრა, რომ აკრძალვა არ ეხება იმ თვითმფრინავებს, რომლებიც უკვე გაფრინდნენ რუსეთში ან ტრანზიტში არიან, მათ შეუძლიათ ფრენის გაგრძელება და ეს არის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის პრაქტიკა. აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ იმ თვითმფრინავებსა და ფრენებზე, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მათ შორის, ქვეყანაში ფრენები “აეროფლოტს” აუკრძალა.