უკრაინაში რუსეთის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის ევაკუაცია მიმდინარეობს
უკრაინაში რუსეთის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში პერსონალის ევაკუაცია დაიწყო.
ინფორმაცია TASS-ს კიევში, რუსეთის საელჩოში დაუდასტურეს.
“პერსონალის ევაკუაცია უკვე დაწყებულია”, – თქვა წყარომ.
22 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევში რუსეთის საელჩოს, ასევე, ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში გენერალური საკონსულოების თანამშრომლების ევაკუაცია იგეგმება “მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად”.