Bloomberg: რუსმა ოლიგაქრებმა წლის დასაწყისიდან კრემლის აგრესიის შედეგად უკვე 32 მილიარდი დოლარი დაკარგეს
უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის გამო, რუსი ოლიგარქების ქონება, ჯამურად, 32 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აღინიშნება, რომ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს ზარალის ტენდენცია.
Bloomberg-ი წერს, რომ 23 რუსი მილიარდერის საერთო კაპიტალი 343 მილიარდ დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 375 მილიარდს შეადგენდა.
კერძოდ, Сибура-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, გენადი ტიმჩენკომ $6,47 მილიარდი დაკარგა; Новатэка-ის აქციონერი, ლეონიდ მიხელსონი – 6,2 მილიარდით გაღარიბდა; “ლუკოილის” პრეზიდენტმა, ვაგიტ ალეკპეროვმა – 3,5 მილიარდი დაკარგა, ენერგოკომპანიის აქციები კი თითქმის 17%-ით დაეცა.
ამჟამად, მიხელსონი Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში 55-ე ადგილზეა, მისი ქონება 26,2 მილიარდ დოლარს შეადგენს; ალეკპეროვი 95-ე ადგილზეა – 19,3 მილიარდი დოლარით; ტიმჩენკო 118-ზე – 16 მილიარდით.