საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, 19 თებერვალს კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სემ ბანკმან-ფრიდს შეხვდა. ფრიდი კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.
შეხვედრაზე მხარეებმა როგორც რეგიონში, ისე – გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა განიხილეს.
დავინტერესდით, ვინ არის FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, რომლის წარმატებაც გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა აღიარა.
ოფიციალური მონაცემებით, კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის ქონება 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 29 წლის სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდმა გადაწყვიტა, ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს. 2014 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სემ ბანკმან ფრიდმა გადაწყვიტა, რომ მიღებული შემოსავლიდან თანხის ნაწილი ქველმოქმედებისთვის გადაერიცხა. ის განსაკუთრებულად დაინტერესებულია ისეთი საქველმოქმედო ორგანიზაციებით, რომლებიც კაცობრიობის გრძელვადიანი მომავლისთვის მუშაობენ.
გამოცემა Forbes ფრიდის შესახებ წერს, რომ მარკ ცუკერბერგის გარდა, ასეთ ახალგაზრდა ასაკში მსოფლიოს ისტორიაში არავინ გამდიდრებულა. ფრიდი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაოს იმისთვის, რომ გასცეს ქველმოქმედებაში. მისი ფილოსოფიაა „გამოიმუშაოს, რათა გასცეს“.
FTX სულ რაღაც 29 თვის წინ დაარსდა და მისი ღირებულება უკვე იმაზე უფრო მეტს შეადგენს, ვიდრე Carlyle Group ან Nippon Steel ის ღირებულებაა. ფულის გამომუშავების სურვილმა ფრიდი კრიპტო- ოქროს ციებ-ცხელებამდე მიიყვანა. თავდაპირველად მან მოვაჭრის სტატუსით დაიწყო, შემდეგ იყო ბირჟის შემქმნელი, დღეს კი FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ბაზარზე გამოსვლიდან მალევე Bankman-Fried-ის მოხერხებულობამ ინვესტორების ყურადღება მიიპყრო. 2021 წლის აგვისტოში FTX-მა გამოაცხადა, რომ ნიუ-იორკში დაფუძნებულ ბირჟას -LedgerX-ს შეიძენს, რომელსაც აშშ-ს შესაბამისი სამსახურებისგან კრიპტოვალუტების გაყიდვის ნებართვა უკვე აქვს. ეს ნიშნავს, რომ FTX შესაძლოა მალე გახდეს პირველი მსხვილი კრიპტო ბირჟა, რომელიც მის მიერ წარმოებულ პროდუქტებს შესთავაზებს ამერიკაში, Binance-ზე, Coinbase-სა და Kraken-ზე.
ABC-ის Shark Tank-ის ვარსკვლავი კევინ ო’ლირი ფრიდის შეფასებისას ამბობს, რომ ის ნამდვილი ფენომენია, ბევრს მიაღწია და ბევრი ინვესტორი სცემს პატივს. ო’ლირის შეფასებით, ფრიდს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, რადგან კარიერა სულ ახლახან დაიწყო.
ფრიდი მიიჩნევს, რომ აშშ მნიშვნელოვანი გლობალური ცენტრია და ის, რაც ხდება შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში ექოსავით ჟღერს.
იმის გამო, რომ ბანკმენ-ფრიდს აქვს ფინანსური ურთიერთობა შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, მოსალოდნელია, რომ FTX ბირჟის დამფუძნებელი ძალიან გავლენიანი პირი იყოს კანონშემოქმედებითი პროცესისთვის.
აღსანიშნავია, რომ სემ ბანკმან ფრიდმა 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ციფრული აქტივების რისკებისა და რეგულაციების შესახებ ჩვენება მისცა. კონგრესი ფინანსური ინოვაციების და კრიპტოვალუტის შესახებ მსუბუქ რეგულაციებზე მსჯელობდა, სადაც ფრიდმა თავისი მოსაზრება დასაბუთებულად წარადგინა.
სემ ბანკმენ-ფრიდმა, მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა და კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ვაჭრობის მოცულობის 95% ოფშორული გზით ხდება და საჭიროა მეტი მარეგულირებელი სიცხადე, იმისთვის, რომ მოხდეს ბიზნესის აშშ-ში მოზიდვა მოხდეს.
”მიუხედავად იმისა, რომ ციფრული აქტივების ინდუსტრიის ინტელექტუალური საკუთრების უმეტესი ნაწილი შეერთებული შტატებიდან მოდის, მოცულობის 95% ოფშორში მოდის,” – განუცხადა ბანკმენ-ფრიდმა სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს, კრიპტო აქტივების შესახებ მოსმენის დროს.
FTX აშშ-ს ფედერალურ მარეგულირებელ ზედამხედველობას უმაღლესი სტანდარტებით ექვემდებარება, მათ შორის U.S. Commodity Futures Trading Commission (CFTC).
2021 წელს, ბანკმენ-ფრიდი Forbes-ის მილიარდელთა 400-იან სიას შეუერთდა , როგორც ყველაზე მდიდარი „self-made“ ახალბედა ადამიანი ისტორიაში. ფრიდი კრიპტო ბირჟის მეშვეობით გამდიდრდა და მისი ქონების უმეტესი ნაწილი FTX-ის აქციებშია კონცენტრირებული.
გამოცემა ბლუმბერგის ინფორმაციით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელი დირექტორის სემ ბანკმან-ფრიდის კომპანია FTX-მა დიდი თანხა დახარჯა სპორტულ კომპანიებთან პარტნიორობებზე იმისთვის, რომ თავისი ბრენდის სახელი გამხდარიყო კრიპტო ვალუტის სფეროში ცნობილი გამხდარიყო. აღსანიშნავია NFL-ის ვარსკვლავ ტომ ბრეიდის და სუპერმოდელ ჟიზელ ბიუნდჰენის მონაწილეობით გადაღებული სარეკლამო რგოლი.
ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედი და მსოფლიოში ცნობილი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი სემ ბანკმან ფრიდის კომპანია FTX-ის ელჩები არიან. ჟიზელ ბიუნდჰენი FTX-ის გარემოსდაცვითი და სოციალური ინიციატივების მრჩევლის როლსაც ასრულებს.
2021 წლის ივლისში გამოცემა „Financial Times“-მა სემ ბანკმან ფრიდი შეაფასა, როგორც მსოფლიოში, 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ადამიანი.
წყარო:primetime.ge