მიხეილ სააკაშვილი: 23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდნენ – სამშობლოსთვის თავგანწირვა ყოველთვის ღირს
“23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 2008 წელს, ასევე, გვყავდა შინდისის გმირები, ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები… 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მიატოვა დედაქალაქი და წავიდა ემიგრაციაში”, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, სამშობლოსთვის თავგანწირვა ყოველთვის ღირს.
“2008 წელს იმავე გზას მთავაზობდა არა მხოლოდ პუტინი, არამედ – ზოგიერთი ევროპელიც. მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ. რაც უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსების შეცდომები, საქართველოს მუდმივად ჰყავდა გმირები და 1921 წელს სახელმწიფოებრიობა რომ ვერ შევინარჩუნეთ, იუნკერების ბრალი არაა. დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდა არის, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა არ ღირს. ჩემი აზრით, ყოველთვის ღირს”,- ნათქვამია მიმართვაში.