ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 ადამიანი გარდაიცვალა, 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 51 101 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 642, გამოჯანმრთელდა 43 427 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები