ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა, 40 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 50 854 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 638, გამოჯანმრთელდა 43 003 ადამიანი.