სოფელ მერეთთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან რუსი ოკუპანტების გააქტიურება შეინიშნება.
როგორც “კვირას” სუს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზია ამოქმედებული.
“სოფელ მერეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების შიგნით იყო გარკვეული უკანონო აქტივობა, რასთან დაკავშირებითაც ცხადია, ცხელი ხაზი ამოქმედებულია”,- განუცხადეს “კვირას” სუს-ში.