ოკუპირებული აფხაზეთი დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს დახმარებას სთავაზობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მზადაა ე.წ. “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” კოლეგებს გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ უწყების პრესსამსახური ავრცელებს .
მათივე ინფორმაციით, “აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფები მზად არიან დონბასში ჩავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად”.