ოკუპირებული ცხინვალი მზადყოფნას გამოთქვამს, დონბასიდან ობოლ ბავშვთა ჯგუფი მიიღოს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რესპუბლიკა“ მზადაა, დონბასიდან ობოლ ბავშვთა ჯგუფი მიიღოს.

ბიბილოვის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ „პრეზიდენტმა“ ე.წ. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერთან, დენის პუშილინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

“მან შესთავაზა დახმარება დენის პუშილინს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა მიიღოს ობლების ჯგუფი”, – აცხადებენ ბიბილოვის პრესცენტრში.

მათივე ინფორმაციით, დახმარება ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც“ შესთავაზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები