რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?

სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ აქციონერი, ბრიტანელი იან მალკჰოლმი მიმართავს „თიბისის“, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურების წარმოება მამუკა ხაძარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, – ამის შესახებ მალკჰოლმის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იან მალკჰოლმ ჰოქსი ჯაფარიძესა და ხაზარაძეს მიიჩნევს სააქციო საზოგადოების დამაზარალებლად.

ბრიტანელი აქციონერი ამას მას შემდეგ მოითხოვს, რაც მისთვის ცნობილი გახდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელიც იან მალკპოლმისთვის საგანგაშო გარემოება აღმოჩნდა.

„მას, როგორც ბანკის აუქციონერს, უფლება და ვალდებულება აქვს, იზრუნოს სააქციო საზოგადოების სამართლებრივი და მატერიალური ინტერესების დაცვაზე და, ამ მოტივით, მისი გადაწყვეტილებაა, მიმართოს სს „თიბისი ბანკს“ – განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრიტანელი პარტნიორი სააქციო საზოგადოება? „თიბისი ბანკის“ ბრიტანელ აქციონერს, იან მალკჰოლმ ჰოქსს, თიბისი ბანკიდან უკვე დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ჰოქსის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰოქსი სს „თიბისი ბანკისგან“ ითხოვს, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურების წარმოება ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ, რათა სრულფასოვნად დაიცვას აქციონერთა ინტერესები. როგორც ტორაძემ აღნიშნა, მალკჰოლმს იმედი აქვს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული თანხა, უკან დაბრუნდება და აქციონერებისთვის მიყენებული ზარალი მთლიანად ანაზღაურდება, ხოლო „თიბისი ბანკი“ სრულ ძალისხმევას გამოიყენებს და მის ინტერესებს დაიცავს.

„იმ შემთხვევაში თუ ბანკი დააიგნორებს იან მალკჰოლმ ჰოქსის მოთხოვნას, მას უფლება ექნება დაიწყოს სამართლებრივი დავა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები