პატრიარქი – დიდია გულისტკივილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო

საქართველოს საპატრიარქო თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“დიდია გულისტკივილი ბატონ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო. განგვეშორა ქვეყნისა და მოყვასის გულშემატკივარი, უფლის მოყვარული, ძლიერი და ერთგული პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ბ-ნი თამაზისათვის ლოცვის ძალა”, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები