გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, შედეგების სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და არსებული ტენდენციები, ასევე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს სისტემა დგას და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება.

ანგარიშში საუბარია იმ ახალ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოს პროკურატურა კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების მიზნით, მთელი რიგი მიმართულებებით მუშაობა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, მათ შორის სასამართლო პროცესები.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უწყებამ მოახერხა ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც. საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას პროკურატურისთვის პრიორიტეტულ ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროკურატურის ახალი 6 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცალკეულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოების პროაქტიური ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები. პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები