ორჭოსანთან საინფორმაციო ბანერზე უკრაინის დროშის ფერებში წარწერა ცხინვალმა “გააპროტესტა”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ” აცხადებს, რომ “საქართველოს მხრიდან რევანშისტული განწყობების ზრდა შეინიშნება, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ქმედებას ლუგანსკის და დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას”.

მათი თქმით, აღნიშნულმა შეიძლება, გამოიწვიოს “სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მორიგი გამწვავება”.

“კგნ”-ში აცხადებენ, რომ 14 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარედ დაუდგენელმა პირებმა “სამხრეთ ოსეთის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურის ინფრასტრუქტურის მიმართ ვანდალიზმის აქტი განახორციელეს და საინფორმაციო ბანერზე წაუშლელი აეროზოლური საღებავებით წარწერა დაატანეს.

აღინიშნება, რომ “თბილისის რეჟიმის ქმედებები არ უწყობს ხელს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციას და წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები