„ბითლზის“ ანთოლოგიის“ ფილმების სეანსები გაიმართება

დღეს კინოთეატრ „ამირანში“ „ბითლზის“ ანთოლოგიის დოკუმენტური ფილმების სეანსი გაიმართება. სრული ფილმი, რომელიც 8 სერიისგან შედგება და 12 საათამდე გრძელდება, სამ ეპიზოდად 3 დღის განმავლობაში იქნება ნაჩვენები. „ბითლზის“ ანთოლოგია ლეგენდარული ჯგუფის შესახებ დოკუმენტური ფილმების, სამი ალბომისა და წიგნის პროექტია, რომელიც სხვადასხვა წლებში განხორციელდა. მასზე ჯგუფის დარჩენილი წევრები მუშაობდნენ. დოკუმენტურ ფილმებში წარმოდგენილია ინტერვიუ ჯგუფის სამ წევრთან და უნიკალური საარქივო მასალები და საკონცერტო გამოსვლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები