ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში 227-მდე ადამიანი მკურნალობს, აქედან 56 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 49 524 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 40 762, ხოლო გარდაიცვალა 624 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები