ავღანათიდან 23 -ე ბატალიონი საქართველოში სრულად დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, წარმატებით შეასრულეს ISAF-ის მისია. 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა. 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. II ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო ამოცანას მეორედ ასრულებდნენ. ისინი ორივე მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.

10559334_787825887906573_191406330_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები