მაკა ბულეიშვილი: დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირს 1 თვის წინ ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი და ამჟამად ისევ დაინფიცირდა

ინფექციონისტ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირს 1 თვის წინ ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი და ამჟამად ისევ დაინფიცირდა.

“დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც 1 თვის წინ გადატანილი კორონავირუსის შედეგად, ამჟამად ისევ დაინფიცირებულები არიან ადამიანები. ეს ცხადია ზოგად ფონს შედარებით ამძიმებს იმიტომ, რომ ეს ადამიანები ჯერ არ არიან გამოსული პოსტკოვიდური მდგომარეობიდან, რომელიც უახლოესი პერიოდის წინ დაძლიეს და ვიცით, რომ კოვიდის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს ბევრი სიმპტომი”, – აცხადებს მაკა ბულეიშვილი “კურიერთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები