ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, ძლიერ დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა, რის შემდეგაც დაიგეგმება ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.