ჭიათურის თეატრში პრემიერაა
29 და 30 ივლისს, 18:00 საათზე ჭიათურის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრალურ სეზონს დასი რიჩარდ ნეშის „წვიმის გამყიდველით“ დახურავს. რეჟისორი მამუკა ცერცვაძეა, ქორეოგრაფი ნანა ამირანაშვილი. რომანტიკული კომედია ერთ მოქმედებად ვითარდება და მასში ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები თამაშობენ.