ირაკლი ალასანია დასავლეთ საქართველოში ბაზების მონახულებას განაგრძობს (ფოტოკოლაჟი)

მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში ბაზების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ალასანიამ მეორე და მესამე მსუბუქ ქვეით ბრიგადებთან ერთად ხონის საარტილერიო ბრიგადა მოინახულა. თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ ოპერატიულ სარდლობაში შემავალ ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მშენებლებმა ირაკლი ალასანიას მიმდინარე სამუშაოები გააცნეს და მათი დასრულების გრაფიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მიმდინარეობს ამ ბრიგადებში. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ჯარისკაცებს, სერჟანტებსა და ოფიცრებს, რათა მათ თავი იგრძნონ აბსოლუტურად ისეთ გარემოში, რომ ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი ქვეყანა და შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. მონიტორინგი იყო ძალიან ნაყოფიერი. ინფრასტრუქტურული პროექტები ეფექტურად ხორციელდება, მაგრამ არის შენიშვნებიც, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ და შემდგომში აღმოფხვრილი იქნება. გუშინ ჩამოფრინდა ჩვენი ბიჭების კიდევ ერთი ნაკადი ავღანეთიდან და საერთაშორისო საბრძოლო მისიაში მიღებულ გამოცდილებას ისინი საქართველოში გამოიყენებენ და სხვა ჯარისკაცებს გადასცემენ. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მაღალია და ბიჭები მოტივირებულნი არიან“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანიასთან ერთად, ბაზებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე და დასავლეთ – ოპერატიული დაჯგუფების სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი იმყოფებოდნენ. სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა პირობებს მუდმივად ეცნობა. სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიომავალშიც გაგრძელდება

10358022_911369388891078_268155732_n

10520896_911369382224412_1872571036_n

10543835_911369375557746_42970698_n

10559199_911369368891080_319524425_n

10563467_911369378891079_1200839201_n

10565966_911369772224373_1482151010_n

10567469_911369365557747_1817628951_n (1)

10581249_911369868891030_251983374_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები