ოკუპირებულ გაგრაში ხანძარს მსხვერპლი მოყვა
ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, გაგრის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის ადგილზე მაშველებმა დამწვარი ცხედარი იპოვეს, მისი ვინაობა უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სამაშველო სამსახურის ადგილზე მისვლამდე, სახლი მთლიანად დაიწვა.