გუდაუთის რაიონში სკოლებსა და ბაღებში კარანტინი 18 თებერვლამდე გაახანგრძლივეს
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, გუდაუთის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი 18 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
შესაბამისი განკარგულება მუნიციპალიტეტის გამგეობის ე.წ. უფროსმა, ბაგრატ ბოჯგუამ გასცა.
გუდაუთის რაიონის საშუალო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 31 იანვრიდან დაკეტილია.
10 თებერვალს კარანტინი სოხუმის სკოლებსა და ბაღებში, ასევე, 18 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
ბოლო ერთ დღეში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 442 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ 6 ადამიანი შეეწირა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების 48 028 შემთხვევაა დადასტურებული, 39 206 პირი გამოჯანმრთელდა, 615 გარდაიცვალა.